კომპანია Nobel-ში მუშაობის უპირატესობები
ცხოვრება კომპანიაში Nobel
ჩვენ ვისწრაფით, რათა კომპანია Nobel ვაქციოთ საუკეთესო სამუშაო ადგილად როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე პოტენციური კანდიდატებისთვის. ჩვენი კომპანია ახდენს მოქმედებების გეგმების რეალიზებას გამოკვლევებისა და გამოკითხვების შესაბამისად ფოკუს-ჯგუფებში, რომლებიც ნათელს ფენს კომპანია Nobel-ის თანამშრომლების ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განცდებს.
ჩვენი კომპანია ნერგავს მრავალ მეთოდს და აზიარებს თავის ყოველდღიურ დადებით გამოცდილებას, რითაც აუმჯობესებს განყოფილებებს შორის ურთიერთქმედებას/კავშირს, აგრეთვე უზრუნველყოფს თანამშრომელთა მონაწილეობასა და განვითარებას. უპირატესობები: #უსინდრომო ორშაბათი, მუშაობის მოქნილი გრაფიკი, საუზმე გენერალურ მენეჯერთან, ღია კარის შეხვედრები, კომპანია Nobel-ის პრემიები, Nobel-ის თანამშრომელთა შვილების დღე, სოციალური ღონისძიებები (ბოულინგის ტურნირი, საღამო „გაუმარჯოს ზაფხულს“), სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები.
კარიერა კომპანიაში Nobel
კომპანია Nobel-ის თითოეული თანამშრომელი აღიქმება როგორც ცალკეული ტალანტი და ჩვენ გვჯერა, რომ შეკრულ გუნდში მუშაობა მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია შესაბამისი კანდიდატების განთავსება შესაბამის თანამდებობებზე, ნიჭის განვითარების პროცესების მართვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, კომპანია Nobel-ის ლიდერის კომპეტენციების განვითარება, სხვადასხვა კარიერული შესაძლებლობების შეთავაზება დანართის „ჩემი კარიერის გზა“ დახმარებით და კომპანია Nobel-ის ყველა თანამშრომელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა.
Nobel İlaç -ის რეცეპტების სტაჟირების პროგრამის წყალობით ჩვენ ვამზადებთ ამბიციურ ტალანტებს ინოვაციური და არასტანდარტული მსოფლმხედველობით, რომლებიც ღირსეულ მომავალს ქმნიან.
კარიერის განვითარება კომპანია Nobel-ში
ჩვენ ვქმნით მუდმივად განვითარებად და მოტივის მიმცემ სამუშაო გარემოს.
მართვის სისტემის ეფექტურად გამოყენებით ჩვენ ვაფასებთ კომპანია Nobel-ის თანამშრომელთა საქმიანობას, სამართლიანად და სისტემატურად ვაფასებთ და ვახდენთ მათი ინდივიდუალური მიზნების რეალიზებას, რომლებიც განსაზღვრულია კომპანიის მიზნებთან და ხელს ვუწყობთ ჩვენი თანამშრომლების განვითარებისთვის გახსნილ დარგებს.
ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი კომპანიის განვითარების პერსპექტივის ფარგლებში, ვატარებთ რა ტრენინგებს თანამშრომლების კომპეტენციის, ტექნიკური საკითხების და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია საკადრო რესურსებზე, მათ განვითარებაზე ინოვაციური მიდგომით და გუნდის ხელშეწყობით.
Nobel კამპუსი
პროგრამა Nobel კამპუსის წყალობით ჩვენ ვუზიარებთ ნახევარ საუკუნეზე მეტ გამოცდილებას ფარმაცევტულ წარმოებაში უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც სტუმრობენ კამპუსს, და ვაყალიბებთ კადრებს ისეთი მეთოდების დახმარებით, რომლებიც ამაღლებს მათ მნიშვნელობას და მოსწრებას კარიერაში.
ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ უნივერსიტეტის სტუდენტების ფაბრიკებში გასვლებს და სამრეწველო წარმოების სტრუქტურის და ჩვენი მენეჯერების გაცნობას, ვქმნით ნაყოფიერ და ეფექტურ ურთიერთობას.