ფარმაცევტული სამეცნირო-კვლევითი ცენტრი დიუზჯეში
ჩვენ ვსპეციალიზდებით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მყარი სამკურნალწამლო ფორმები (ჩვეულებრივი/მოდიფიცირებული/აბები გადავადებული რელიზით, ორფენიანი აბები, კაფსულები, ADT, შუშხუნა გრანულები, საღეჭი აბები, მიკროპელეტები), თხევადი სამკურნალწამლო ფორმები (ხსნარები, სუსპენზიები, სიროფები, წვეთები), ნახევრადმყარი სამკურნალწამლო ფორმები (კრემები, საცხები, გელები და ლოსიონები), ცეფალოსპორინული ჯგუფის ანტიბიოტიკები, პარენტერალური პრეპარატები (ლიოფილიზირებული პროდუქტები, მოხმარებისთვის მზა შპრიცები, ფლაკონები) და ინჰალატორები მშრალი ფხვნილისთვის.
კომპანია Nobel İlaç-ის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საპატენტო განყოფილებასთან ერთად აქვს ინოვაციური რეცეპტურისა და საპატენტო განაცხადების შექმნის გამოცდილება, რომელიც არ არღვევს პატენტს ორიგინალ პროდუქტზე.
გარდა რეცეპტურის შემუშავების კვლევებისა, ჩვენი კომპანია ამუშავებს წარმოების მეთოდებს, ატარებს შესაბამის ტექნოლოგიურ შეფასებას და უფრო ეფექტურად ახდენს ტექნოლოგიების ტრანსლირებას სამრეწველო ზონებში.
გარდა რეცეპტურის შემუშავებისა, ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პასუხს აგებს ნედლეულისა და მზა პროდუქციისთვის ანალიტიკური მეთოდების შემუშავებაზე, აგრეთვე შემუშავებული მეთოდების შემოწმებაზე. ფარმაცევტული ფორმულების წარმატებით შემუშავებისთვის აუცილებელია მაღალი დონის ანალიტიკური კვლევები. ამ მიზეზით, შემუშავებული ფორმულებით წარმოებული წამლების უსაფრთხოება ანალიზირდება დადგენილი მეთოდების დახმარებით. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ანალიტიკური ხელსაწყოებით, რომლებიც შექმნილია ანალიტიკური ლაბორატორიების მიერ.