საწარმოო ობიექტი დიუზჯეში
ჩვენს საწარმოში, რომელსაც დაახლოებით 40 000 კვადრატული მეტრი დახურული ფართი აქვს, ყველაზე მაღალ დონეზე კმაყოფილდება GMP მოთხოვნები, ხოლო წარმოება ხორციელდება მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენი საწარმო მუშაობს მაღალი სიჩქარის სამრეწველო და შესაფუთი მანქანებით, რომლებიც აღჭურვილია ტექნიკის ბოლო მიღწევებით, რომელსაც ახლავს ავტომატიზაციის სისტემა. სამრეწველო ობიექტზე, სადაც საწარმოო პროცესის უწყვეტი სრულყოფილება ერწყმის ინსტრუმენტების მოფრთხილებით გამოყენებას, პროექტები „ინდუსტრია 4.0“ ჩვენი გრძელვადიანი გარდაქმნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კომპანია Nobel İlaç საკუთარ პროდუქციასთან დამატებით, ახორციელებს საკონტრაქტო წარმოებას სხვადასხვა სამამულო და საერთაშორისო კომპანიებისთვის. ჩვენმა სამრეწველო კომპლექსებმა, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, გაიარეს უკრაინის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ბელარუსის, ევროკავშირის საერთაშორისო ორგანოების შემოწმება და მოწონებულ იქნა პროდუქციის ხარისხიანი წარმოების მხრივ..
ჩვენი საწარმოო კომპლექსი უზრუნველყოფილია ისეთი დოკუმენტებით, როგორიცაა ხარისხის, ეკოლოგიის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სერტიფიკატი ISO 9001, ISO 14001, OHSAS 18001.
დიუზჯეში წარმოებული ყველა ფარმაცევტული სამკურნალწამლო ფორმა შეესაბამება მსოფლიო დონის „სათანადო საწარმოო პრაქტიკის (GMP)“ წესებს.
მყარი სამკურნალწამლო ფორმები: აბები, გარსით დაფარული აბები, კაფსულები, დრაჟე, ფხვნილი, საშე, გრანულები
თხევადი სამკურნალწამლო ფორმები: სიროფი, სუსპენზია, ხსნარი, ემულსია, სპრეი
ნახევრადმყარი სამკურნალწამლო ფორმები: კრემი, საცხი, გელი
თხევადი სტერილური სამკურნალწამლო ფორმები: საინექციო ფლაკონები, ერთჯერადი შპრიცები