ჩვენ ვქმნით მსოფლი ბრენდებს ფარმაციის სფეროში
გლობალური მოთამაშე
კომპანია Nobel, ისწრაფვის რა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ეფექტური და მაღალხარისხოვანი პროდუქტების დახმარებით, ახორციელებს სარეკლამო და კომერციულ საქმიანობას საკუთარი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, საქართველო, შვეიცარია, ჩერნოგორია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, კოსოვო, მაკედონია, მონღოლეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და სენეგალი.
კომპანია Nobel ყოველ ქვეყანაში პირადად აყალიბებს კადრებს და მთელ მარკეტინგულ საქმიანობას ახორციელებს თურქეთში დამკვიდრებული წესებით
პირველი ნაბიჯი ჰოლდინგ Ulkar-ის სტრუქტურაში შემავალმა კომპანიამ Nobel, განახორციელა ყაზახეთში, ხოლო 2002 წელს შექმნილი კომპანია NobelAFF, გახდა პირველი სამრეწველო საწარმო ქვეყანაში უცხოური კაპიტალით. მოცემული სამრეწველო კომპლექსი, რომელიც კომპანია Nobel-ის სიამაყეა, აგრეთვე პირველი საწარმოა ქვეყანაში, რომელმაც მიიღო GMP სერტიფიკატი საუკეთესო სამრეწველო სტანდარტებისთვის.
აზიის სიამაყის კიდევ ერთი წყაროა ჩვენი წარმომადგენლობა უზბეკეთში NobelPharmsanoat, რომელიც 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებიდან ერთ-ერთში, უზბეკეთში შექმნილი კომპანია აღიარებულია თურქული ბრენდია, რომელმაც კომპანია Nobel-ის ხარისხის ექვივალენტური სახელი და ბრენდი შეიქმნა.
ლიდერი ფარმაცევტულ სექტორში
კომპანია Nobel İlaç ერთადერთი სამამულო ფარმაცევტული კომპანიაა თურქეთში ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტით მსოფლიოს 50 ქვეყანაში, გარე დეფიციტის გათვალისწინებით. ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი იწარმოება ჩვენი საკუთარი ბრენდებით. ჩვენ პირველი და ერთადერთი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია ვართ თურქეთში საკუთარი წარმოებით და პროდუქციის ექსპორტით მსოფლიოს 25 ქვეყანაში ერთი და იგივე ბრენდით.